საქართველოს პრემიერის მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარსა და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ირაკლი კობახიძე წერს: „ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ პეტერ მადიარსა და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება“, – აღნიშნავს პრემიერი.