საქართველოს პრემიერი პირველ კოსმოსურ სამიტზე

15:03, 10.09.2026

პარიზში პირველი საერთაშორისო კოსმოსური სამიტი გრძელდება. 50 შეთანხმება და 3 დეკლარაცია – ასეთია პირველი ფორუმის შედეგი. დოკუმენტების ხელმომწერია საქართველოც. დილიდან სამიტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო პარტნიორობა ევროპელ კოლეგებთან. მსოფლიო ლიდერებსა და მეცნიერებს ემანუელ მაკრონმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს სიტყვით.

კოსმოსის მომავალი, უსაფრთხოება და გლობალური თამაშის წესების განსაზღვრა – ესაა მთავარი საკითხები, რასაც ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 90 მეტი ქვეყნის 3 000-მდე დელეგატი განიხილავს.

თამუნა წიკლაური აშუქებს სამიტს და პირდაპირ ეთერში გვიერთდება პარიზიდან.

მსგავსი