საქართველოს პრემიერი გაერო-ს კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერი თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაერო-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო ფუნქციაზე. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრემიერმა გაერო-ს გენმდივანთან და რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შემაჯამებელი კომენტარიც გააკეთა და სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.