საქართველოს დელეგაციის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ტაჯიკეთში დასრულებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და 11 შეთანხმებას მოაწერა ხელი. გამოქვეყნდა საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკეც. მხარეებმა პოლიტიკური კონტაქტების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. მხარეები მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნებასა და სავაჭრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის ასევე არის განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები. ვიზიტითა და მისი შედეგებით კმაყოფილია პრემიერ-მინისტრი.