საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან. ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.