უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერის ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში გამართა, სადაც ირაკლი კობახიძეს ქვეყნის პრემიერი დახვდა. ქართული დელეგაციის წევრებმა გვირგვინით შეამკეს უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან.