საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბულგარეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და  გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე ბულგარეთის პრეზიდენტსაც შეხვდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც შედიან.