საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023. “ პრემიერი მთავარი მომხსენებელი იქნება ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნები”. ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.