საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში 

ახალი შეთანხმებები და ახალი ეტაპი სტრატეგიულ პარტნიორობაში – 19 წლის შემდეგ საქართველოს მონაწილეობით სტრატეგიული მნიშვნელობის მასშტაბური პროექტი სრულად იწყებს ფუნქციონირებას. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის გახსნით პროექტი სრულ ექსპლოატაციაში შედის, რაც ნიშნავს მზარდი საერთაშორისო ინტერესის მქონე შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ სატრანზიტო პოტენციალს და აზია-ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს კიდევ უფრო შემცირებას. ეს არის არის ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც დღეს ბაქოში საქართველოს პრემიერის ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. ექვსი წლის შემდეგ აზერბაიჯან-საქართველოს შემდეგ სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა ენერგეტიკის სფეროში გაზის შესაძენად. საქართველოს მთავრობის მეთაური აზერბაიჯანში მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად იმყოფება. ეს არის მსოფლიო ურბანული ფორუმი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან. ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი აქცენტები, შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და კონკრეტული გადაწყვეტილებები – ბაქოდან თამუნა წიკლაური გვეტყვის, რატომ შეფასდა დღეს გაფორმებული შეთანხმებები საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტებად.