საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

აშშ-ირანს შორის შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებას. „ვაფასებთ მედიაციის ძალისხმევას, რამაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოიწვევს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებასა და კონფლიქტის ხანგრძლივ მოგვარებას“, – წერს კობახიძე.