საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

„დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან“ – პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 2022 წლის 3 მარტს, მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გასულ ერთ წელში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პრემიერ-მინისტრს ღრმად სწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი სახე მიიღო, მალე საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდება.