საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება. 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო პოლიტიკაზეც. ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკაში, საქართველო განაგრძობს მრავალვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დაასრულებს.