საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.