საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას „დედაენის“ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას „დედაენის“ დღეს ულოცავს. ირაკლი კობახიძე განცხადებაში 1978 წლის მოვლენებს იხსენებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა – ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ, ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მილოცვას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც.