საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიდერთა საერთაშორისო სამიტზე
გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია გრძელდება. ლიდერთა სამიტზე მონაწილეებს უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს ქვეყანა გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით. გამოსვლის შემდეგ კი სამიტის მიმდინარეობა ჟურნალისტებთან შეაფასა.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე