საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა 

12:09, 06.03.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული შეტევის გამო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი