საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

15:01, 17.04.2026

დიპლომატიის მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე და მთავარი გამოწვევები – ამ საკითხები ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. პრემიერმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის როლზე. მისი თქმით, ქვეყანამ დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პარალელურად, ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან.

თამარ წიკლაურის ჩართვა #მოამბე

მსგავსი