საქართველოს პოზიცია ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსით

საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა.

ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. ტერორიზმის ინდექსის დონე მთელ მსოფლიოში 2023 წლის მონაცემებს ეყრდნობა. საქართველო ანგარიშში ექვსი პუნქტით დაწინაურდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორიზმის გავლენა ნულოვან ნიშნულზეა. ხელისუფლებისთვის ახალი შეფასება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ტერორიზმთან ბრძოლაში სერიოზული პროგრესი აქვს. მაგალითად გლობალური ტერორიზმის ინდექსში პოზიციონირებაც სახელდება. აქცენტი კეთდება ტერორისტულ ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის აღკვეთაზეც.