საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია

18:38, 30.12.2025

ახალი ამბებისა და „ფროდაქშენის“ გადაცემების მედიაწარმოების ორი ბლოკის გამაერთიანებელი ხიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში ოფიციალურად გაიხსნა. მთავარი იდეაც სწორედ ნიუსისა და „ფროდაქშენის“ მეტ დაკავშირებადობაზეა აგებული. ხიდი სიმბოლურად საქართველოს პირველი არხის დაბადების დღეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ახალი ამბების ბლოკიდან ტელეწამყვანმა თამთა სანიკიძემ, „ფროდაქშენიდან“ კი, რეჟისორმა კახა ბუხრაშვილმა გახსნეს. გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ტელევიზიის თანამშრომლები.

მსგავსი