საქართველოს პირველი რადიო იუბილარია

საქართველოს პირველი რადიო იუბილარია.

რადიო პირველი არხის თანამშრომლებმა დღეს 93 წლის იუბილე აღნიშნეს.

დღეს სადღესასწაულო ფორმატით გადის ეთერში ყველა გადაცემა.

საქართველოს პირველი რადიო 1925 წლის 23 მაისს ეთერში კავშირგაბმულობის შენობიდან გავიდა.

ხმოვანი მაუწყებლობის ერთადერთი საშუალება – რადიო 1956 წლამდე საქართველოს პირველი ტელევიზიის დაარსებამდე იყო, თუმცა აქტუალობა რადიოს არასდროს დაუკარგავს.

დღეს რადიო პირველი არხის ბადეში 40-ზე მეტი გადაცემაა. სულ რამდენიმე თვეა, რადიოს თანამშრომლები თანამდეროვე სტანდარტების შესაბამის ახალ სტუდიაში მუშაობენ.