საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ში

12:15, 25.03.2026

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში, თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება. ქართული დელეგაციის წევრები ასევე უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა. თამარ ბაგრატიონი შტატებში ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება.

მსგავსი