საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი აშშ-ში

21:18, 25.03.2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი გრძელდება. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. ერთად უკეთესი მომავლისთვის ასე ჰქვია სამიტს, რომელშიც ათეულობით ქვეყნის პირველი ლედები მონაწილეობენ. ამ წუთებში თამარ ბაგრატიონი თეთრ სახლში იმყოფება, სადაც მელანია ტრამპის სახელით მიღება იმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა  ლედიმ სტუმრები რობოტის თანხლებით მიიღო, რომელიც ღონისძიების ყველა მონაწილეს მშობლიურ ენაზე მიესალმა. მანამდე საქართველოს პირველმა ლედიმ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა,  გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც. თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. ქართული დელეგაციის წევრები   უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.

მსგავსი