საქართველოს პირველი ლედის გამოსვლა გლობალური სამიტზე
საქართველოს პირველი ლედის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის პირადად მელანის ტრამპმა მიიწვია. ერთად უკეთესი მომავლისთვის ასე ჰქვია სამიტს რომელიც ოფიციალურად დღეს გაიხსნა. სამუშაო სესიის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი სიტყვით უკვე გამოვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ სამიტი მომავალ თაობაზე ზრუნვას და პროცესში ქალების როლზე კეთდება. თამარ ბაგრატიონმა მთავარი აქცენტი პირველ ქართველ ქალ მონარქზე თამარ მეფეზე გააკეთა. საქართველოს პირველმა ლედიმ სამიტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ფუნდამენტური უფლებებისა და ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე გამახვილდა. სიტყვით გამოსვლამდე თამარ ბაგრატიონი სხვა ქვეყნების პირველი პირების მეუღლეებს შეხვდა. საქართველოს პირველმა ლედიმ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენაც დაათვალიერა.