საქართველოს პირველი ლედი აშშ-ში

საქართველოს პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება. თამარ ბაგრატიონი შტატებში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში განათლების მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და განათლების, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი არიან. ვიზიტის ფარგლებში, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება სამუშაო სესია, რომელსაც შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსიაც, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.