საქართველოს პირველი კონსტიტუცია - 97

21 თებერვალი საქართველოსთვის ისტორიული თარიღია. 97 წლის წინ, ამ დღეს დამფუძნებელთა საბჭომ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

უზენაესი კანონის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია დღევანდელ ეროვნულ სასახლეში გაიმართა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოდელის მიხედვით შექმნილი დოკუმენტიდან გარკვეული პრინციპები დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც არის გადმოტანილი.

საქართველოს პირველი უზენაესი კანონის მოქმედების ოთხდღიანი ისტორია გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.