საქართველოს პირველი არხის შემდეგ, „ტელესკოლას“ „ბიბისიც“ იწყებს

საქართველოს პირველი არხის შემდეგ, „ტელესკოლას“ „ბიბისიც“ (BBC) იწყებს. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სკოლების დახურვის ფონზე, „ბიბისი“ ონლაინ და ტელეგაკვეთილებს იწყებს. 20 აპრილიდან ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი საგანმანათლებლო რესურსი – ყოველდღიური გაკვეთილები „ბიბისი ბაითსაიზისგან“. გამოიყოფა ახალი ტელეარხი, რომელიც სრულად დაეთმობა სასწავლო კონტენტს.

გაკვეთილები ჩატარდება ყველა ძირითად საგანში, მათ შორის ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. სპეციალური 20-წუთიანი გადაცემების ტრანსლირება ასევე მოხდება „ბიბისი აი-ფლეიერზე“ და „ბიბისი რედ ბატონზე“.

„ეს არის უდიდესი საგანმანათლებლო ძალისხმევა, რომელიც „ბიბისის“ ოდესმე განუხორციელებია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

პლატფორმა გაფართოვდა „ბიბისის“ და დიდი ბრიტანეთის განათლების სფეროს ექსპერტების თანამშრომლობით, რათა უზრუნველყონ, რომ ამ რთულ პერიოდში ყველას ჰქონდეს წვდომა სასწავლო რესურსზე. ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ ონლაინსწავლების პროცესში, შესაძლოა, ცნობილი სახეები ჩაერთონ.

პირველი არხი | განათლება

დატოვე კომენტარი