საქართველოს პირველი არხის სამძიმარი

„მოამბისთვის“ დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა. სამწუხაროდ მძიმე სენმა ჩვენ კიდევ ერთი ძალიან ახლო და ძვირფასი თანამშრომელი და მეგობარი მაიკო ვაშაკიძე წაგვართვა.

მაიკო ვაშაკიძე პირველ არხზე 1986 წლიდან მუშაობდა. ის გამორჩეული იყო თავისი პროფესიული უნარებით და ადამიანური ურთიერთობით. პირადად ჩემთვის მაიკო ვაშაკიძე იყო ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც „მოამბის“ ახალგაზრდა და ახალ თანამშრომელს ყველანაირად გვერდში მედგა, მიზიარებდა გამოცდილებას და მასწავლიდა მაშინ, როდესაც მე პირველად შემოვდგი ფეხი „მოამბეში“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მაიკო ვაშაკიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს.