საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი ღირსების მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თამაზ ტყემალაძეს მისი ნაყოფიერი საქმიანობისა და მრავალფეროვანი ნაშრომებისათვის.