საქართველოს პირველი არხის პროექტი - „ჩვენი ქართული ენა“

საქართველოს პირველი არხის ცნობილი პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდნენ. „ჩვენი ქართული ენის“ ფარგლებში, ონლაინოლიმპიადა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სამოტივაციო წერილები გადასცეს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი ენა ქართული“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ენის შესწავლასთან ერთად, ქართველ მეგობრებთან კომუნიკაციაში და სამომავლო კარიერის დაგეგმვაშიც ეხმარება. საქართველოს პირველი არხი, პროექტის ფარგლებში, კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავს.