საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთაველის გამზირზე, პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებისას საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ყველა არხის ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

თეონა ბარბაქაძე იმყოფება „ნიუ ჰოსპიტალში“, სადაც ჩვენი ოპერატორი მკურნალობს – პირველ რიგში, როგორია ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დატოვე კომენტარი