საქართველოს პირველი არხის განცხადება

მორიგი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ. პირველი არხი ავრცელებს განცხადებას და  ჟურნალისტური რესურსცენტრის მიერ მომზადებულ ფილმს – „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აფასებს, როგორც არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რასაც დაჟინებით ეწევა ადამიანთა ერთი ჯგუფი და რის შესახებაც უკვე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან. განცხადება სრულად  შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე 1tv.ge