საქართველოს პირველი არხის განცხადება

საქართველოს პირველი არხი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს დებატებში მონაწილეობას სთავაზობს:  ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, შალვა შავგულიძესა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს, ლადო კახაძეს. თანხმობის შემთხვევაში, დებატების ფორმატი მონაწილეებთან შეთანხმდება.

საქართველოს პირველმა არხმა თოქ-შოუში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” შუალედური არჩევნების პირველ ტურში 14 კანდიდატს შორის გამართა დებატები. დებატები გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორისაც.

ორივე კანდიდატი საქართველოს პირველი არხის შეთავაზებაზე თანხმობას აცხადებს.