საქართველოს პირველი არხის განცხადება

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათ შორის დაზიანება მიიღო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელმა დავით ბეჟანიშვილმა.

პირველი არხი მიმართავს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ და მოახდინონ რეაგირება, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან.