საქართველოს პირველი არხის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პირველი არხის სერვერებიდან განხორციელდა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოპარვა.

„აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს პირველი არხისა და მისი მართვის ქვეშ არსებული არცერთი სერვერის მონაცემთა მთლიანობა არ არის დარღვეული და უსაფრთხოების შესაბამისი სისტემები უზრუნველყოფს სერვერების მდგრად დაცულობას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან,“ – ნათქვამია საქართველოს პირველი არხის განცხადებაში.