საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება

საქართველოს პირველი არხის უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

არხის მენეჯმენტის განცხადებით, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, საქართველოს პირველი არხი უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. ამ ეტაპზე შესრულდება მიმდინარე ვალდებულებები,  2020 წლის პირველი იანვრიდან კი აზარტული თამაშების რეკლამირება აღარ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.

გადაწყვეტილებას უკვე მოყვა შეფასებები.