საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება

იანვრიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში აზარტული თამაშების რეკლამა აღარ გავა.

უპრეცედენტო გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს ამ ტიპის რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც ძირითადად სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებისთვის იყო გათვალისწინებული. სპორტული მიმართულება არხისთვის ისევ პრიორიტეტად რჩება, თუმცა კომერციულ ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შემთხვევაში სოციალურ პასუხისმგებლობას აყენებს. ეს არის პასუხისმგებლიანი მედიის მიდგომა იმ პრობლემის მიმართ, რომელიც დღეს ქვეყანაში მწვავედ დგას და რომელიც უკვე ათეულობით ოჯახზე უმძიმესად აისახა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, ანუ ე.წ. ლუდომანიის მძიმე შედეგებს ბოლო წლების სტატისტიკაც ადასტურებს. პირველი არხის მნიშვნელოვანი ინიციატივის შემდეგ პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა იმ კანონ-პროექტის საკითხი, რომელიც სწორედ აზარტული, მათ შორის ონლაინ-თამაშების რეგულაციების გამკაცრებას და რეკლამის აკრძალვას ეხება.

დატოვე კომენტარი