საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი

ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული აჯანყება მალე ეკრანებზე გაცოცხლდება.

საქართველოს პირველი არხი 150 წლის წინ სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყებაზე მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებს. იდეა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის. გადამღები ჯგუფი ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან ერთად სვანეთშია და მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ცნობილი მოვლენების ექსპონატებს და დღემდე მოღწეულ დოკუმენტურ მასალას ეცნობა. 1875-76 წლებში მეფის რუსეთის მიერ დაწესებული გადასახადების და დაგეგმილი მიწის აზომვების გასაპროტესტებლად დაწყებული აჯანყება სოფელ ხალდეს სისხლიანი შეტაკებებით დასრულდა, როცა სოფლის მცხოვრები 32 მამაკაცი დასახლებაში გაგზავნილ სადამსჯელო რაზმს 10 დღის განმავლობაში ტყვია-წამლის გამოლევამდე გმირულად ებრძოდა.