საქართველოს პირველი არხის ახალი ინიციატივა

„მოიპოვე ადგილი პირველი არხის ტრიბუნაზე“ – საქართველოს პირველი არხის ახალი ინიციატივა. ვიქტორინის ფარგლებში, სწორი პასუხის შემთხვევაში, ავტორი საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთს იგებს. ამისათვის საჭიროა გახდეთ არხის ონლაინ გვერდების გამომწერი და სწორად უპასუხოთ მარტივ შეკითხვას. გამარჯვებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გამოვლინდება. ხვალ კი შეხვედრის დაწყებამდე, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო შანსი ექნება იმ 10 გულშემატკივარს, რომლებმაც ონლაინ გათამაშებაში გამარჯვება ვერ მოახერხეს. პირველი არხი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს სიმბოლურად, ნაკრების პირველი ფორმის ლოგოიან მაისურებს გადასცემს.

პირველი არხი • სპორტი