საქართველოს პირველი არხი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სემინარს მასპინძლობს

მესამე დღეა, საქართველოს პირველი არხი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სემინარს მასპინძლობს. არხის თანამშრომლებს საკუთარ გამოცდილებას ნილ ჰენსონი უზიარებს.

ნილ ჰენსონი, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის პროგრამით ეწვია საქართველოს, უკვე მრავალი წელია, შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში პროექტ „მისია: გამოძიების“  მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებს.

„მისია: გამოძიება“ წელიწადში 39 გადაცემას ამზადებს. იგი ევროპაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით წამყვან პროექტად ითვლება და არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, მათ შორის, „ემის“ ფლობს.

ნილ ჰენსონი დღეს საქართველოს პირველი არხის შენობასაც ესტუმრა და მუშაობის სტრუქტურასაც გაეცნო.