საქართველოს პირველი არხი - პრეზენტაცია

სადავო კვლევების ფონზე პირველ არხზე მასშტაბური რეფორმები გრძელდება.

3 მილიონის ღირებულების აპარატურა უკვე ტელევიზიის შენობაშია. წლის ბოლომდე ტექნიკურ გადაიარაღებაზე კიდევ 42 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

მრავალფეროვანი ხდება არხის საეთერო ბადეც. ჩვენს ეთერში რამდენიმე მეგა-შოუ, სერიალი და ახალი გადაცემები გადის, გეგმაშია კიდევ რამდენიმე პოპულარული სატელევიზიო პროექტის დამატება. სიახლეებია რადიოს მიმართულებითაც, სადაც საეთერო ბადის განახლება და დაფარვის არეალის ზრდა იგეგმება.

რა გაკეთდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა იგეგმება მომავალში – მენეჯმენტმა მოსალოდნელი სიახლეები დღეს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის თანამშრომლებს გააცნო.