საქართველოს პირველი არხი EBU-ის რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს

საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული აკადემიის ტრენინგებს მასპინძლობს. სწავლებას „ბიბისის“ ჟურნალისტები ატარებენ. კურსის მიზანია სმარტფონის საშუალებით მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღების მეთოდების განვითარება, მარტივი ვიდეომონტაჟის შესრულება, ასევე მუშაობის პროცესში საჭირო აპლიკაციებისა და სხვა მოწყობილობების გათავისება.

ტრენინგები განკუთვნილია რეპორტიორებისთვის, პროდიუსერებისა და სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. სწავლება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.