საქართველოს პირველ არხზე „ვოისი“ იწყება

საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი მეგა-შოუ იწყება. 20 თებერვლიდან ჩვენს ეთერში პოპულარული მუსიკალური კონკურსის –ვოისის ქართული ანალოგი გავა. მწვრთნელების ვინაობა ცნობილია, მიმდინარეობს მონაწილეთა შერჩევა.

ბრმა კასტინგის პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. ამასთან,  „ვოისი“ მაყურებელს უნიკალურ შანსს  სთავაზობს დაესწროს პროექტის ჩაწერის პროცესს დისტანციურად და იყოს 100 მონაწილიდან ერთ- ერთი, რომელიც შოუს მიმდინარეობისას დიდ ეკრანზე გამოჩნდება.

„ვოისი“  საქართველოს პირველ არხზე ყოველ შაბათს, 22 საათზე გავა.

მოამბე