საქართველოს პავილიონი ვენეციის ბიენალეზე
„თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“ – ამ პროექტით გაიხსნა საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის 61-ე ბიენალეზე. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური და ტრადიციული ფორმატის ნამუშევრები. მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით 80-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.