„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონის პარტიული სიები დღეს „პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში წარადგინა. პრეზენტაციას პარტიის ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ესწრებოდნენ. როგორც ლიდერებმა განმარტეს, საერთო წარდგენის ადგილად ბათუმი შემთხვევით არ აურჩევიათ. მათი თქმით, სწორედ ამ ქალაქშია დაგროვილი ყველაზე მეტი პრობლემა, რომელიც თვითმმართველობამ უნდა გადაჭრას. პარტია ბათუმის მერის არჩევნებში არ მონაწილეობს.