„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთმა პარტიამ, „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომრები დაასახელა. თბილისის მერობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა, სიის პირველი ნომერი კი – ირმა ცხორაგაული იქნება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს უთანასწორო ბრძოლას უწოდებენ, თუმცა განმარტავენ, რომ არჩევნებში საზოგადოების პრობლემების მოგვარების მიზნით მონაწილეობენ.