საქართველოს პატრიარქი - მზრუნველობისა და თანაგრძნობის ისტორიები

ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე, გაეგო ადამიანის გასაჭირის შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალამ მიიყვანა მასთან, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მის მიერ გადარჩენილებზე. ის ხშირად ხვდებოდა და ანუგეშებდა მწუხარე დედებს, ლოცულობდა მათთვის და მათთან ერთად, ამხნევებდა პირადი ტრაგედიებით დამძიმებულ ადამიანებს და ტკივილს უმსუბუქებდა. გლოვის დღეებში ბევრი მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ იხსნა კათოლიკოსმა სასოწარკვეთილებისგან, სიცოცხლე აჩუქა, ცხოვრების აზრი დაუბრუნა, ანუგეშა და გადაარჩინა ადამიანი.

მოამბის მომდევნო რეპორტაჟი პატრიარქის მიერ გადარჩენილებზეა – ადამიანებზე, რომელთა ტკივილიც მამობრივად გაითავისა და გაიზიარა. „რწმენა, ქართველი ადამიანისათვის ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი”- მარიკა შალიკაშვილი და აკაკი გურგენიშვილი შეხვდნენ მათ, ვინც კათოლიკოსმა რწმენითა და მზრუნველობით გადაარჩინა და იმედი დაუბრუნა.