საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციამ რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტა

აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს. საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე–პრემიერი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.