საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედ კოლეგას შეხვდა. არჩილ თალაკვაძისა და ანდრეას ნორლენის შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო.

შეხვედრას „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წლების მანძილზე, საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობა დინამიურად და პოზიტიურად ვითარდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, შვედეთის მხარდაჭერა აქვს.  ანდრეას ნორლენის თქმით, შვედეთი მყარი მხარდამჭერია საქართველოს ევროპული მისწრაფებების და ქვეყანა ქართულ მხარეს ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.