საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესში, ასევე სენატის წევრებთან და  სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“, ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან და აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.