საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის

12:11, 01.09.2026

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება.

მსგავსი